19 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
ერთი დაკავებული ნამახვანი ჰესის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე - ადგილობრივების ნაწილი ჰესის მშენებლობის მომხრეა, ნაწილი კი პროტესტის გაგრძელებას გეგმავს 

დილიდან დაწყებული ხმაური სოფელ ჟონეთში ერთი ადამიანის დაკავებით დასრულდა. ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეების თითქმის ასდღიანი პროტესტის შემდეგ სამართალდამცველებმა კარავი დაშალეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მოქალაქეები არ გამორიცხავენ, რომ პროტესტი სხვა გზებითაც გამოხატონ. სამართალდამცველებმა კარვის დაშლა მაინც მოახერხეს.

მშენებლობის მოწინააღმდეგეებისგან განსხვავებით, პროექტის გაგრძელებას ითხოვს რაიონის მოსახლეობის ნაწილი.

ისინი ჰესის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს ხეობის გადარჩენის ერთადერთი შანსია. 

ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილობრივები თქმით, მათი პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. სოფელ ჟონეთში აქციის მონაწილეებთან ერთად ამ დრომდე სამართალდამცველები რჩებიან.

დღის ამბები