სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები დღეიდან კვლავ იხსნება. მოლებში მომხმარებელს დილიდან 19:00 საათამდე ელოდებიან. წესები უცვლელია - რეკომენდაციების მკაცრი დაცვა.
ახალი წლის დღეებისგან განსხვავებით, ამჟამად სავაჭრო ობიექტზე 20-ის ნაცვლად 10-თ კვ. მეტრზეა ერთი მომხმარებლის შეშვება ნებადართული. შესაბამისად, ადმინისტრაციის მთავარი გამოწვევა მომხმარებელთა ნაკადის კონტროლია.
გარდა ამისა, ის ვალდებულია, სისტემატურად ჩაატაროს თანამშრომელთა ტესტირება. ბიზნეს სექტორის მოთხოვნის მიუხედავად, მაღაზიები დახურული იქნება შაბათ-კვირას.