19 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
ღონისძიება დახურულ რესტორანში- შრომის ინსპექციამ ბათუმში შეზღუდვების დარღვევის ფაქტი გამოავლინა 

შრომის ინსპექციამ ბათუმში, აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტი გამოავლინა.
გეგმიური შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ კობალაძის ქუჩაზე მდებარე რესტორნის დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიება მიმდინარეობდა.

ადგილზე ათზე მეტი პირი იყო შეკრებილი, რაც შეზღუდვებიდან გამომდინარე აკრძალულია. ობიექტს 10 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისთვის შრომის ინსპექცია მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

დღის ამბები