15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"საქართველოს მასშტაბით 15 თებერვლიდან, ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში. ეს გულისხმობს იმას, რომ თბილისში, რუსთავში და ქუთაისში ბავშვები სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.