19 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
"ქართული ოცნება" და "მოქალაქეები" საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას დღეიდან იწყებენ

"ქართული ოცნება" და "მოქალაქეები" საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას დღეიდან იწყებენ. სპეციალური სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომას მართავს.

ჯგუფის თანათავმჯდომარეები უმრავლესობიდან შალვა პაპუაშვილი, ოპოზიციიდან კი ლევან იოსელიანი არიან. ჯგუფის შემადგენლობაში ყოფნა შესთავაზეს არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.

მათმა ნაწილმა თანხმობა უკვე განაცხადა. პროექტის მიზანი ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა, ცესკოს თავმჯდომარის არჩევისა და კომისიების დაკომპლექტების წესისა და თვითმმართველობის არჩევნებისთვის პროპორციების თანაფარდობის შეცვლაა. ოცნების დეპუტატები მზად არიან, 2024 წლიდან ბარიერი 3-დან 0 პროცენტამდე დაწიონ.

მმართველი გუნდი პირობას დებს, რომ საარჩევნო რეფორმას ბოლომდე მიიყვანს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ოპოზიციასთან კიდევ ერთხელ წავიდა ხელისუფლება დათმობაზე.

"კიდევ ერთხელ წავედით დათმობაზე ოპოზიციასთან და შევთავაზეთ მთლიანად სისტემის შეცვლა. პროექტი დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება,"- აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები