19 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ბექა ნაცვლიშვილმა პარტია "ჩვენი საქართველო  - სოლიდარობის ალიანსი" დატოვა

ბექა ნაცვლიშვილი პარტიას "ჩვენი საქართველო  - სოლიდარობის ალიანსი" ტოვებს და განცხადებას ავრცელებს. 

"პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პოლიტსაბჭოს, პარტიის წევრებსა და ყველა მხარდამჭერს, რომლებმაც უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს მიუხედავად, აჩვენეს ქვეყნისა და ღირებულებების მიმართ განსაკუთრებული ერთგულება. პარტიას "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ აქვს დიდი პოტენციალი და ის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში. სწორედ ამ რწმენით, მე ვტოვებ პარტიას ჩემი მეგობრებისა და ღირსეული ადამიანების ხელში. 

პოლიტიკაში ყოფნისთვის არ არის სავალდებულო რომელიმე პარტიას წარმოადგენდე. თუ ადამიანი საჯაროდ იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, ის ამას აკეთებს პარტიის სახელით, თუ მის მიღმა. მე ვტოვებ პარტიას, მაგრამ ვაგრძელებ ბრძოლას სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის, მათ შორის, მინიმალური ხელფასისთვის, ღირსეული შრომის პირობებისთვის, პროგრესული გადასახადისთვის,  სახელმწიფო საბინაო პოლიტიკისთვის, სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის

სოციალური წარმომავლობა არ უნდა იყოს წინაღობა თვითრეალიზაციისა და განვითარებისთვის. სწორედ ამ პრინციპებისთვის ბრძოლა არის აუცილებელი, როგორც დღეს - ჩვენი, ისე - ხვალ ჩვენი მომავალი თაობის ღირსეული ცხოვრებისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები