8 თებერვლიდან ე.წ. ბასლეინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კოვიდრეგულაციის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაჩერების პარალელურად, ბასლეინებზე მოძრაობა ავტომანქანებისთვის დაშვებული იყო, თუმცა დღეიდან აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს აქვს. დარღვევის შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება.