ბაზრობების გახსნის პირველივე დღეს ხანძარი იყო ლილოში. ცეცხლი ბაზრობის ადმინისტრაციულ შენობას გაუჩნდა, რომელიც რამდენიმე მაღაზიასაც გადაედო.
შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. ადგილზე მობილიზებულია 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ ხანძრის გავრცელების საფრთხე იყო, თუმცა მეხანძრე- მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.
ავტორი: თამარ თათარაშვილი