17 მაისი 2024,   15:47
ვრცლად
557 ინფიცირებული, 639 გამოჯანმრთელებული და 10 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 557 შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სულ, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით 264158 ადამიანი დაინფიცირდა. 

გამოჯანმრთელდა კიდევ 639 ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 256024-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3321-ია.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 21890 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13380, PCR ტესტით - 8510.

დადებითობის მაჩვენებელი - დღიური -  2.54%-ია, ბოლო 14 დღის - 3.5%, ბოლო 7 დღის კი - 3.23%.

დღის ამბები