სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს - უწყების ცნობით, "ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 11 თებერვლიდან საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება გაიხსნა ორმხრივად, მათ შორის - ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
12 თებერვლის დღის პირველი ნახევრიდან პენსიონერები, საკუთარი სურვილის შესაბამისად, საოკუპაციო ხაზზე შეძლებენ კუთვნილი პენსიის მიღებას.
"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები გარკვეული კატეგორიის პირები გადმოსვლას შეძლებენ, ეტაპობრივად, კორონავირუსთან დაკავშირებული კონკრეტული რეგულაციების დაცვით," - ნათქვამია სუსის განცხადებაში.