19 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ახლა ყველა მხარე უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში - ბრიტანელი დიპლომატი ვენდი მორტონი

საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას საერთაშორისო საზოგადოება კვლავ აქტიურად ეხმაურება. განცხადება ამჯერად დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გააკეთა.

"ახლა ყველა მხარე უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში", - ამის შესახებ ვენდი მორტონი twitter-ზე დავით ზალკალიანთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ წერს.

ბრიტანელი პოლიტიკოსის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას მან ყურადღება ნიკა მელიას დაკავების შემდგომი სასამართლო პროცესის სამართლიანობისა და გამჭვირვალობის აუცილებლობაზე გაამახვილა. 

დღის ამბები