26 აპრილი 2024,   13:35
ვრცლად
უახლოეს მომავალში მოსკოვი აშშ-ს საპასუხო სანქციებით უპასუხებს - მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, უახლოეს მომავალში, მოსკოვი აშშ-ს საპასუხო სანქციებით უპასუხებს - მარია ზახაროვამ ამის შესახებ რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

2 მარტს ალექსეი ნავალნის გარშემო შექმნილი ვითარების გამო, აშშ-მა სანქციები აამოქმედა "ეფესბე-ს" დირექტორის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველ მოადგილის, რუსეთის გენერალურ პროკურორისა და კიდევ სხვა პირების წინააღმდეგ.

რა სახის იქნება მოსკოვის საპასუხო სანქციები და ვის შეეხება ის, ამასთან დაკავშირებით, მარია ზახაროვას არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.

დღის ამბები