19 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
"ბოლტ ფუდის"კურიერებმა სპორტის სასახლესთან რიგით მეოთხე აქცია გამართეს

"ბოლტ ფუდის"კურიერებმა სპორტის სასახლესთან რიგით მეოთხე აქცია გამართეს. კომპანიის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, კურიერებს დროთა განმავლობაში მომსახურეობის საფასური შეუმცირეს.

მათივე თქმით, კომპანიას ყოფილ დასაქმებულებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, კომპანიიდან გამოშვებული 25-მდე თანამშრომელი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

დღევანდელ აქციას ასევე სოლიდარობის ნიშნით "ვოლტის" და "გლოვოს" კურიერებიც შეუერთდნენ. 

დღის ამბები