რუსი ჟურნალისტისა და კრემლის პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის მასპინძელი საქართველოში, მირანდა მირიანაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პატიებას ითხოვს:
"მიყვარს თავდავიწყებით ჩემი ქვეყანა. მიყვარს ჩემი ხალხი. ისინიც, ვინც მლანძღავს, .არ მიცნობს, მაგრამ გააფთრებით მთათხავს და ცდილობს ლაფი დაგვასხას მე, ჩემ ოჯახს, სტუმრებს, გეფიცებით ესაა რასაც ამ წუთს განვიცდი!.. ვიცი, დღეის დრამის ყველა მონაწილეს სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს.
თითოეულს სიკეთეს ვუსურვებ, ჯანმრთელობას და სიყვარულს, ამითაა სავსეა ახლა ამ მწარე წუთებში ჩემი გული, სიყვარულით, რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს ყველას.
გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს, თქვენ გაგიმარჯოთ ყველას, მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ, არაფერი ჩამიდენია უმსგავსო,"- წერს მირანდა მირიანაშვილი.