"ბოლტ ფუდის"კურიერებმა სპორტის სასახლესთან მეოთხე აქცია გამართეს. კომპანიის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, კურიერებს მომსახურების საფასური შეუმცირეს და კომპანიას ყოფილ დასაქმებულებთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
"ბოლტ ფუდიდან" გათავისუფლებული 25- მდე თანამშრომელი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. დღვანდელ აქციას სოლიდარობა "ვოლტის" და "გლოვოს" კურიერებმა გამოუცხადეს და პროტესტს შეუერთდნენ.