ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი მრევლს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს პირველად შეხვდა.
ემოციური დამშვიდობების შემდეგ მათი გზები ეპარქიაში არსებულმა განხეთქილებამ კვლავ გადაკვეთა.
შეხვედრა, მეუფე პეტრეს თანამოაზრეებსა, დასჯილ სასულიერო პირებსა და განაწყენებულ მრევლს შორის სიონის ტაძრის ეზოში შედგა.
ეპარქიის წევრები თბილისში მეუფე სტეფანეს მმართველობისა და სასულიერო პირების დასჯის გასაპროტესტებლად ჩამოვიდნენ, მათ ეპისკოპოსი პეტრე ცაავა შეურთდა.
სიონის ტაძრის ეზოდან ჭყონდიდის ეპარქიის წევრებმა საპატრიარქომდე მსვლელობა გამართეს და ილია მეორესთან შეხვედრა მოითხოვეს.
მღვდლები, მრევლთან ერთად, ჭყონდიდში შედეგის გარეშე ბრუნდებიან, მათი მოსმენა საპატრიარქოში არავინ ისურვა.