19 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
ვლადიმერ პოზნერი განცხადებას ავრცელებს - "ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან" 

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში მის ვიზიტთან დაკავშირებით წუხელ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განმარტა რატომ არ თანხმდება ჟურნალისტებს ინტერვიუზე.

როგორც ის საკუთარ ვებ-გვერდზე წერს, ის ადამიანები, ვინც ეს შეკრება მოუწყო, ყურადღების ღირსნი არ არიან.

"ძვირფასო კოლეგებო! მინდა აგიხსნათ, რატომ არ მოგეცით არც ერთ თქვენგანს კომენტარი იმის შესახებ, რაც თბილისში მოხდა, არავის მოწვევა არ მივიღე მოვსულიყავი გადაცემაში.

ახსნა მარტივია და როგორც მე მგონია, აშკარა: ის ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან. დიდი პატივია. ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები. თქვენი ვლადიმერი - წერს პოზნერი.

დღის ამბები