ევროპარლამენტის დეპუტატი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ საქართველოს საკითხებზე ევროკავშირი მუდმივად ასეთი მაღალი ინტერესით ჩართული არ იქნება.
"ვერ ვიხსნებ, რომ ასეთი მაღალი დონის მისია ყოფილიყო წარსულში გაგზავნილი რომელიმე ქვეყანაში, თუ არ ჩავთვლით უკრაინას. არც ერთმა მხარემ საქართველოში არ აიღო პასუხისმგებლობა, რომ ეცადა, გადაეჭრა ეს პრობლემა და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ. თუ ვინმე საქართველოში ფიქრობს, რომ ყოველთვის იქნება საქართველოს საკითხზე ევროკავშირის ასეთი მაღალი ჩართულობა, ასე ფიქრი ძალიან დიდი შეცდომაა.
რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ ეს რუსეთს აწყობს. იმიტომ, რომ კრემლს საქართველოსთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული სტრატეგია აქვს. ეს არ არის იგივე, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ ღიად გაცხადებულ პრორუსულ, ან პროკრემლისტურ პოლიტიკოსებს, იმიტომ, რომ ეს არ იმუშავებს საქართველოში. ბევრ ადამიანს თქვენს ქვეყანაში განსხვავებული მისწრაფება აქვს იმისგან, რომ არ იყოს რუსული იმპერიის, ან პუტინის კონტროლის ქვეშ. ამიტომ, ისინი სხვა სტრატეგიას ირჩევენ. მათთვის ძალიან მომგებიანი და კარგია ასეთი პოლიტიკური კრიზისი. ევროკავშირის ასეთი მაღალი დონის ჩართულობა მათ ინტერესებში არ შედის. მათ ინტერესშია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა არ მიიღონ ევროკავშირისგან გაწვდილი ხელი. რა თქმა უნდა, ისინი დაინტერესებულები არიან, რომ ევროკავშირს აღარ ჰქონდეს ინტერესი, რომ დაეხმაროს საქართველოს ამ პრობლემის დაძლევაში.
ეს საქართველოს მომავალია, ეს არის ქართველი ხალხის მომავალი. სტაბილური პოლიტიკური სისტემის გარეშე, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსების გარეშე, ქვეყანას მომავალი ვერ ექნება, მომავალი, რაც გულისხმობს ევროპელობას. მხოლოდ გაცხადება, რომ ევროპელი ხარ, არ არის საკმარისი, შენ უნდა იმოქმედო როგორც ევროპელმა,"- აღნიშნა რასა იუკნევიჩიანემ.