"ეს მიწა სტადიონია და არ იყიდება - გაუქმდეს აუქციონი"- ამ მოთხოვნით სოფელ თხინვალას მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.
ადგილობრივების თქმით, დღეს 5 საათზე დასრულდება მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი, თუმცა მიწის ყიდვის მსურველი უკვე არსებობს და სავარაუდოდ ტერიტორია გაიყიდება.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ძველი სტადიონის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების აშენება სურთ, რაც მათთვის მიუღებელია, რადგან გასართობი სივრცე სოფელს აღარ რჩება.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან გადაინაცვლებს.
მათივე განმარტებით, მიწის ფართობი 10 545 კვადრატული მეტრია და 1 კვადრატული მეტრი 166 ლარად იყიდება.