19 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
მონაზონი სოსანა რომ მონასტერში არ შეუშვეს, საკვირველი არ არის - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, არ არის გასაკვირი, რომ მონაზონი სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს მონასტერში არ შეუშვეს.

მან აღნიშნა, რომ მონასტრებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას ეპარქიის მმართველი იღებს. 

"მას განუსაზღვრეს გარკვეული მონასტერი, იმ მონასტრიდან გაათავისუფლეს. ეპარქიის მოქმედი მმართველი იღებს ყველა გადაწყვეტილებას მონასტრებთან დაკავშირებით. მას განუმარტეს, რომ სხვა მონასტერში უნდა გადასულიყო. დანარჩენი, იქ რომ არ შეუშვეს, მაგის მერე არ არის საკვირველი,"-აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. 

შეგახსენებთ, რომ მონაზონმა სოსანამ მორჩილ ნინოსთან ერთად ღამე სხვა მონასტერში გაათენა, რადგან თბილისიდან დაბრუნების შემდეგ მონასტერში შესვლის უფლება არ მისცეს.

ამის შემდეგ, მიტროპოლიტი სტეფანეს ბრძანებაც გავრცელდა, რომლის მიხედვითაც მონაზვნებს მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევები ედებათ ბრალად, რის გამოც ისინი სინანულისთვის ცაგერში მდებარე მონასტერში გაამწესეს.

იქამდე, ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზონი სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა. მონაზონი იმ სასულიერო პირებს მიეკუთვნება, ვინც მხარს ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას უჭერს, ახალ მიტროპოლიტს აკრიტიკებს და დაუმორჩილებლობას უცხადებს. 

დღის ამბები