03 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
30 იღბლიანი და 29 ათასი უიღბლო - UEFA-ს სუპერთასის მატჩზე ბილეთების გაყიდვა ვერ ხერხდება

UEFA-ს სუპერთასის ფინალურ მატჩზე დასასწრებად ფეხბურთის მოყვარულები 12 საათია ბილეთების შეძენას ვერ ახერხებენ, მიზეზი ქართული ინტერნეტმაღაზიის biletebi.ge-ს მოუმზადებლობა გახდა. 

ვებგვერდის ადმინისტრაცია ვარაუდობდა, რომ ერთდროულად საიტზე 2 ათას 500 მომხმარებელი შევიდოდა, თუმცა მათ მოლოდინს რეალურმა შედეგმა გადააჭარბა და გარკვეულ მომენტებში მომხმარებელის რაოდენობა 100 ათასს აღემატებოდა. 

ვებგვერდის ადმინისტრაცია თავდაპირველად კიბერშეტევაზე ლაპარაკობდა შემდეგ კი თქვეს, რომ  საიტის გათიშვის მიზეზი ვებგვერდზე დიდი რაოდენობით შესული მომხმარებელი გახდა. 

თუ biletebi.ge სუპერთასის ფინალური მატჩის ბილეთების გაყიდვას დრულად ვერ მოახერხებს UEFA ხელშეკრულებას გადახედავს და ვებგვერდს შესაძლოა სოლიდური ჯარიმა დაეკისროს. 

ქართული ინტერნეტმაღაზიის დახმარებას გეგმავს ფეხბურთის ფედერაცია. არ არის გამორიცხული, რომ თუ ხვალ დილიდან ბილეთების გაყიდვა GFF.GE ზე დაიწყოს, თუმცა რამდენად არის ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის ვებგვერდი ერთდროულად დიდი რაოდენობით მომხმარებლების მისაღებად ეს ცნობილი არ არის. 

სუპერთასის თამაშზე biletebi.ge-მ 12 საათის განმავლობაში მხოლოდ 30 ბილეთი გაყიდა. 

ავტორი: დავით ერაძე

 

 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები