"ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოძრაობა "შეცვალეს" რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოჩნდა.
"ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ადგილზე მავთულხლართები აქვთ მიტანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობის შესახებ უწყება ინფორმაციას აზუსტებს.