ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 97 682 პირია დარეგისტრირებული, გერმანული მხარიდან კი 515-მდე ვაკანსიაა გამოცხადებული.
სეზონური სამუშაოები გერმანიაში აპრილიდან იწყება. მსურველებს რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში აღნიშნულ მისამართზე შეუძლიათ: https://workabroad.moh.gov.ge/
ვაკანსიებია შტუდგარდის, დუსელდორფისა და ბრანდენბურგის რეგიონების დამსაქმებლებისგან. დაგეგმილია რეგიონების არეალის კიდევ მეტად გაფართოება.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის 5 მარტს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის საქართველოდან დასაქმებული სეზონური მუშაკების რაოდენობის 5000 ერთეულამდე გაზრდაზე დამატებითი შეთანხმებაც გაფორმდა.
უკვე დაწყებულია ტრენინგები, სადაც სამუშაოს თითოეული მაძიებელი იღებს ინფორმაციას დასაქმების პირობებისა და სოციალური გარანტიების შესახებ. გამგზავრებისწინა ტრენინგი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია IOM-ის მონაწილეობითა და მხარდაჭერით ხორციელდება.
სეზონური სამუშაოები გერმანიაში აპრილიდან იწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge
შეგახსენებთ, რომ დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება სრულიად უფასოა.