19 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდეს მეწყერის მასის ტანის შემცირება - ირაკლი ბენდელიანი

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზაზე მეწყრული პროცესების შეჩერება, ამ დროისთვის ვერ ხერხდება.

ამ წუთებში ადგილზე არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ ეცნობა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.

"მივიღეთ პირველადი გადაწყვეტილება, მოხდეს მეწყერის მასის ტანის შემცირება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დროებითი მისასვლელი გზების მოწყობა. მოსახლეობას შევპირდით, რომ დავამონტაჟებდით მონიტორინგის სისტემას და ეს სისტემა უკვე დამონტაჟებულია, რომელიც მეტ საშუალებას მოგვცემს, უწყვეტ რეჟიმში განვახორციელოთ დაკვირვება,"- აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.

საშიში ზონიდან მოსახლეობის დროებით გაყვანის რეკომენდაციას გასცემენ სპეციალისტები. შუალედური დასკვნა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნეს.

"ჩვენ არ გვინახავს ეს დასკვნები რეალურად რა დასკვნებია, რა საინჟინრო გადაწყვეტილების, რა ნახაზის, გეგმის საფუძველზე გაკეთდა მსგავსი ჩარევა. ჩვენ ასეთი შეთავაზება გვქონდა, რომ აუცილებლად დინამიკაში უნდა დავკვირვებოდით როგორ მოძრაობდა, ბადისებრივი დაკვირვება უნდა გაგვეკეთებინა, თუ როგორ მოძრაობდა სხეული, რა დინამიკა ჰქონდა მას და ამის მიხედვით უნდა გაკეთებულიყო შემდეგ ნებისმიერი საინჟინრო გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ დიდ სხეულზეა აქ ლაპარაკი," - აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე. 

 

დღის ამბები