Superjob.ru -ს გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეების კაცების 18% და ქალების 17% მიიჩნევს, რომ ყველაზე სექსუალური მამაკაცი რუსეთში ვლადიმერ პუტინია.
ამის შესახებ The Moscow Times -ი წერს, რუსებს ჯერ კიდევ მიაჩნიათ ვლადიმერ პუტინი ყველაზე მომხიბვლელ ცნობილ ადამიანად, იმის მიუხედავად, რომ გასულ წელთან შედარებით ამ რეიტინგში მისი მაჩვენებელი 1%-ით ნაკლებია, მას ვერც სპორტსმენები და ვერც პოლიტიკოსები მეტოქეობას ვერ გაუწევენ.
Superjob.ru გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1000-მა მამაკაცმა და 1000-მა ქალმა, ისინი გამოიკითხნენ რუსეთის 300 ქალაქში 22 მარტიდან 1-ლ აპრილამდე.