19 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
მამა ანდრიას გამონათქვამები არის შეურაცხმყოფელი და ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს მღვდელმსახურის ხარისხიდან განკვეთას - ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზმა, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მამა ანდრია სარიას განცხადებები, რომელიც შურაცხმყოფელი იყო მღვდლებისთვის, მისი განკვეთის მიზეზი გახდა.

"დღეს გაიმართა საეპარქიო საბჭო, რომელმაც განიხილა მამა ანდრია სარიას გარშემო განვითარებული მოვლენები. მამა ანდრია სარიას, თავის დროზე, მისცეს გაფრთხილება გარკვეული ქმედებები გამო, ამის შემდეგ, მას იგივე ქმედებების გამო შეუჩერეს მღვდელმსახურება.

ასევე, იგივე ქმედებების გამო, დღეს კომისიაზე განხილული იყო მისი საკითხი, მას კომისიაზე გააცნეს თავისივე გამონათქვამები, რომელის გამოც ის დაიბარეს. ეს გამონათქვამები არის შეურაცხმყოფელი, ესენი ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს მღვდელმსახურის ხარისხიდან განკვეთას. სწორედ ასეთი მსჯელობა იყო დღეს. 

მისი სიტყვებია: ის სინოდის მიმართ ამბობს - ახლა 40-მა მაიმუნმა რომ მოინდომოს მაიმუნების კურთხევა და დაიწყოს მღვდლობა, თავი უნდა ვუქნიოთ? ვინ დაგვსაჯა? მაიმუნებმა? მაიმუნების კრებულია ეს!

ასევე პატრიარქის მიმართ საზიზღარი სიტყვები, ვეღარ გაპატიებთ ამდენ სისაძაგლეს. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ასეთი გამონათქვამების კვალიფიცირება ხდება,"-აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღის ამბები