19 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
მეწყერი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება დაიძრას - მეცნიერთა ნაწილი მოსახლეობის დროებით გაყვანას ითხოვს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სპეციალისტებმა უკვე ხმამაღლა და დოკუმენტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაიწყეს საუბარი მეწყრულ პროცესებზე, რომელიც საქართველოშია.

მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების წარმოშობის მიზეზად ადგილზე გზის გაფართოება-გაყვანის და წყალსადენის მილების რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოები დასახელდა.

დასკვნაში ის ქუჩებიც არის ჩამოთვლილი, რომლებსაც მთის ფერდის ჩამოშლის შემთხვევაში შესაძლოა ზარალი მიადგეთ. ცუდი სცენარის მიხედვით, არსებობს ვარაუდი, რომ მასა დასახლებულ პუნქტებსაც დააზიანებს. ამიტომ მკვლევრები ფიქრობენ, რომ გავრცელების შესაძლო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანაა აუცილებელი.

კვლევის შედეგებით უფრო მეტად დაზუსტდა მთისგან გამოყოფილი ფერდის მოცულობა. თუ აქამდე საუბარი ნახევარ მილიონ კუბურ მეტრ მიწის ფართობზე იყო, ახალი მონაცემებით ის 800 000 კუბურ მეტრამდეა გაზრდილი. მეწყრის განვითარების თავიდან ასაცილებლად უკვე გადადგმულია პირველი კონკრეტული ნაბიჯებიც. მერიამ ფერდზე დროებითი შემაკავებელი სამუშაოები დაიწყო. გეგმის მიხედვით დაწყებულ პროცესს გამაგრებითი სამუშაოები და მიწის ტერასულად მოჭრა მოჰყვება.

კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე მერიამ დედაქალაქში გერმანიიდან მოწვეულ გეოლოგებთან ერთად იმუშავა. ორი ქვეყნის სპეციალისტებმა ფერდზე სამუშაოს დაწყების გადაწყვეტილება საკითხზე მსჯელობისა და კვლევების შესწავლის შემდეგ მიიღეს.

მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება - ხელისუფლების გადაწყვეტილება მეწყერსაშიში ზონიდან ხალხის გაყვანასთან დაკავშირებით უცვლელია. მერიაში განმარტავენ, რომ სიტუაციას აკონტროლებენ და მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა უკვე მზადაა და ადგილობრივების გამოყვანა მოსწრებადია.

დღის ამბები