მწერალი გურამ დოჩანაშვილი ჰოსპიტალიზებულია. როგორც "რუსთავი 2-ს" "ნიუ ჰოსპიტალსში" განუცხადეს, დოჩანაშვილი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებში იმყოფება და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
დოჩანაშვილი ორი კვირაა, რაც კლინიკაშია მოთავსებული.
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა. ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა ინფორმაციის გაცემის უფლება არ გვაქვს“, - განაცხადეს კლინიკაში.