მწერალ ნიკა ჩერქეზიშვილის თქმით, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტი უსიამოვნო იყო.
"ჩემთვის ყოვლად მიუღებელია მომხდარიყო ის ფაქტი, რაც მოხდა, მით უმეტეს, 20 ივნისის შემდეგ. პროპაგანდისტი, რომელიც ამბობს აფხაზეთი არასოდეს იქნება საქართველოს ნაწილიო, შემოდის ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, რაც მოხდა, იმ ფაქტს მე შინაარსობრივად აბსოლუტურად ვეთანხმები. ვერ წარმომიდგენია საქართველოში ვინმე სხვა აზრზე იყოს, შეიძლება ფორმაზე ვიდავოთ და ვიღაცას არ მოსწონდეს კვერცხების სროლა, მაგრამ ფაქტი ცუდი იყო... შეიძლება მე ასე არ მოვქცეულიყავი, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში, იქ არ ვიყავი და არ ვიცი, იქ ყოფნის დროს რას ვიზამდი, რადგან გაბრაზება და ემოციები იყო იქ ძალიან დიდი..."-აღნიშნა ნიკა ჩერქეზიშვილმა.