19 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

სახელოვან მუსიკოსი, ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის პანთეონში ანა კალანდაძის და ნოდარ დუმბაძის გვერდით დაკრძალეს.

მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

სამებაში მეუღლესთან ერთად მივიდა "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

სახელოვანი მუსიკოსი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღის ამბები