მთაწმინდაზე, ბააზოვის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. პირი სავარაუდოდ უსახლკარო იყო, გარდაცვლილი მიტოვებულ სახლში ნახეს.
რა გახდა მამაკაცის სიკვდილის მიზეზი ჯერ უცნობია, ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.