19 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
მიტროპოლიტი სტეფანე სასულიერო პირების დასჯას აგრძელებს - ეპარქიის ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სასულიერო პირების დასჯას აგრძელებს. მიტროპოლიტმა სტეფანემ მამა ათიოგენეს არქიმანდრიტობა შეუჩერა, მამა დანიელს კი - მღვდელმსახურება. მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით, ღვთისმსახურების უფლება ჩამოერთვათ მამა მირიან მესხს, მამა ლუკას და და ანანია კალანდაძეს.

ეს გადაწყვეტილება მიტროპოლიტმა რამდენიმე წუთის წინ, საკვირაო ქადაგებაზე გამოაცხადა. ჭყონდიდის ახალ მიტროპოლიტს სასულიერო პირებისთვის ერთკვირიანი ვადა ჰქონდა მიცემული სინანულისთვის, მაგრამ ყველა მათგანი სინანულზე უარს აცხადებდა.

ცოტა ხნის წინ კი ბრძანება ოფიციალურად გამოქვეყნდა : 

"ბრძანება N 6 - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ მონაზონი ათინოგენი მდივანი.

ამავე დანაშაულებებისთვის აეკრძალოს მღვდელმსახურება იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას ( იბრაგიმოვი ),  დიაკონ ანანია (კალანდიას) საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმოქმედების უფლებების დაბრუნებისა.

ხოლო, რაც შეეხება, მონაზონი ათინოგენს, მისთვის მღვდელმოქმედების დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია, თუმცა უფლება აქვს მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს", - ნათქვამია ბრძანებაში. 

მიტროპოლიტმა სასულიერო პირების დასჯა ვადის ამოწურვამდე დაიწყო. პირველი იყო მონაზონი სოსანა, რომელსაც ჯერ ტაძრის წინამძღვრობა ჩამოართვა, შემდეგ ზიარება აუკრძალა, 2 დღის წინ კი მონასტერშიც აღარ შეუშვა.

დღის ამბები