მესამე ტალღის მოლოდინის მიუხედავად, ქვეყანაში რეგულაციების დარღვევების ფაქტები გრძელდება.
"კურიერმა" ის სივრცე გადაიღო, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, პარასკევს და შაბათს ახალგაზრდები ღონისძიებებს აწყობენ.
თამარ მეფის გამზირზე მდებარე ობიექტი ღამით დააჯარიმეს.
"ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ობიექტი დაილუქება. როდესაც ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამართალდარღვევის გამოვლენა ხდება, მიმდინარეობს მოკვლევა, ვინ ახორციელებს კონკრეტული ღონისძიების ორგანიზებას. ერთ ფართში სხვადასხვა პირის მიერ განხორციელდა სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ორგანიზება, ამიტომ დადგა განმეორებითობის ფაქტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირის შემთხვევაში,"-აცხადებს შრომის ინსპექციის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი მაია მიქაია.