19 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
"უკეთესად ვგრძნობ თავს, თუმცა სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა" - კახა კალაძე კლინიკიდან გამოწერეს

თბილისის მერი კახა კალაძე კლინიკიდან გამოწერეს. მისი თქმით, თავს უკეთესად გრძნობს. 

"უკეთესად ვგრძნობ თავს, თუმცა, გარკვეული დღეების განმავლობაში, სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა" - ამბობს კალაძე და აქვე აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ წასვლას სამკურნალოდ არ გეგმავს. 

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველას, ვინც მას გულშემატკივრობდა - განსაკუთრებით კი ექიმებსა და ექთნებს. 

კახა კალაძეს ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევა დაუდგინდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები