19 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად უსაფრთხოა - პირველადი დასკვნა ცნობილია

სპეციალისტების პირველადი შეფასებით, ლილოს დასახლებაში მდებარე კორპუსი, სადაც დღეს აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად სახიფათო არ არის, ამის შესახებ "კურიერს" სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ განუცხადა. 

"რამ გამოიწვია აფეთქება, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ. რაც შეეხება კორპუსის მდგრადობას, მერიის ლაბორატორიის სამსახური ადგილზეა, შეამოწმეს და პირველადი დასკვნით, კორპუსს საფრთხე არ ემუქრება, ანუ საცხოვრებლად სახიფათო არ არის.

როცა შესაბამისი სამსახურები დაასრულებენ სამუშაოებს, უკვე საღამოს, ალბათ, საშუალება იქნება, რომ მოსახლეობა დავაბრუნოთ თავიანთ სახლებში," - განაცხადა გამგებელმა. 

აფეთქება ლილოს დასახლებაში დღეს მოხდა, შემთხვევას 65 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

დღის ამბები