ამ დრომდე უცნობია, სად დაკრძალავენ გურამ დოჩანაშვილს - ფაქტს სოციალურ ქსელში ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ეხმიანება.
"სად დაიკრძალოს, არკვევენო. ვაი, ჩვენს ქვეყანას!"- წერს "ფეისბუქზე" ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, გურამ დოჩანაშვილის ცხედარი ცოტა ხნის წინ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი ამ წუთებში მიმდინარეობს.
გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ, მწერალი 82 წლის ასაკში 3 აპრილს გარდაიცვალა.