მსხვერპლით დასრულდა აფეთქება თბილისში. დაღუპულია 65 წლის ქალი. წინასწარი ინფორმაციით, ლილოში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მეოთხე სართულზე, ბუნებრივი აირი აფეთქდა, დაინგრა კედელი, რა დროსაც ქალი ფანჯრიდან გადმოვარდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
8-სართულიან კორპუსში აფეთქების შედეგად ევაკუირებული მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ ბინებს რამდენიმე საათში დაუბრუნდა. კორპუსის მდგრადობა მერიის ლაბორატორიის სამსახურის წარმომადგენლებმა შეამოწმეს. სპეციალისტების შეფასებით, კორპუსი საცხოვრებლად სახიფათო არ არის.