ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი კლინიკაში მოათავსეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს, რომლის ინფორმაციითაც, მაჭავარიანი ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში დაზიანებებით გადაიყვანეს.
"რუსთავი 2" კლინიკას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ პაციენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ინფორმაციას ვერ გასცემენ.
ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 31 მარტს დატოვა.