გაშიფრულია საერთაშორისო თაღლითობის სქემა. სპეციალური პლატფორმა კრიპტოვალუტის მსურველთა მოსაზიდად. დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლი ბიტკოინებით გამდიდრების მსურველები არიან, რომელთა პირად მონაცემებს საქართველოში სათავისოდ იყენებდნენ.
უკვე 28 დაზარალებულია 5 სხვადასხვა ქვეყნიდან.
ამ ეტაპზე, საუბარია 620 000 ევროს მითვისებაზე. აყვანილია 11 კაციანი ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც თბილისში დაცვით გადაადგილდებოდა.
"კურიერმა" გაარკვია, რომ საქმეში კიდევ ერთი პირი ფიგურირებს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.