მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები ამ წუთებში ბათუმში პროტესტის ნიშნად კომენდანტის საათს არღვევენ.
დემონსტრანტებმა ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. ამ წუთებში ისინი პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ე.წ კომენდანტის საათი უნდა გაუქმდეს, რადგან ამ შეზღუდვას აქვს პოლიტიკური დატვურთვა.