19 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ე.წ კომენდანტის საათის დარღვევისთვის გიგა მაქარაშვილი და "ნაცმოძრაობის" წევრი სოლომონ ბაჯელიძე დააჯარიმეს

ბათუმში, ე.წ კომენდანტის საათის დარღვევისთვის მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი გიგა მაქარაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი სოლომონ ბაჯელიძე 2000 ლარით დააჯარიმეს.

გიგა მაქარაშვილმა "კურიერთან" საუბარში აღნიშნა, რომ ჯარიმა უკანონოა და მის გადახდას არ აპირებს. მაქარაშვილმა და ბაჯელიძემ საჯრიმო ქვითრები არ ჩაიბარეს.

ისინი, პროტესტის ნიშნად, ე.წ კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ და ბათუმის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავდნენ.

დღის ამბები