19 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
გადაამოწმეთ, მოიპარეს თუ არა ჰაკერებმა "ფეისბუქიდან" თქვენი პირადი მონაცემები

ჰაკერებმა "ფეისბუქის" 553 მლნ მომხმარებლის პირადი მონაცემები ერთ-ერთ ფორუმზე გაასაჯაროეს, მათ შორის საქართველოს 95 193 მოქალაქის. 

შესაძლოა, ჰაკერების დამსახურებით, თქვენი ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი და სხვა პირადი ინფორმაცია (არა პირადი მიმოწერა) უკვე საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი. 

როგორც გამოცემა The Verge წერს, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მოიპოვეს თუ არა ჰაკერებმა თქვენი პირადი ინფორმაცია - ამისთვის საჭიროა გადახვიდეთ ვებგვერდზე Have I Been Pwned და გრაფაში თქვენი მეილი მიუთითეთ. აქ თქვენ არა მხოლოდ "ფეისბუქის", არამედ თქვენი ინფორმაციის სხვა საიტებიდან გაჟონვის შესახებაც შეიტყობთ. 

რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ შეიტყობთ, რომ თქვენი პირადი მონაცემები მოპარულია? - პირველ რიგში, უნდა შეცვალოთ პაროლები იმ საიტებზე, საიდანაც თქვენმა ინფორმაციამ გაჟონა, დამატებითი დაცვისთვის კი ორმაგი ავტენთიფიკაციის ფუნქცია ჩართოთ.

დღის ამბები