ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინაციის პასპორტებს მოგზაურობისთვის მხარს არ უჭერს. ამის მიზეზად უთანასწორობა სახელდება.
ასევე, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, ჯერ არ არის დადასტურებული, ახდენს თუ არა ვაქცინაცია ვირუსის გადაცემის პრევენციას.
რაც შეეხება კოვიდვაქცინების - "სინოფარმისა" და "სინოვაკის" საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცებას, ამ საკითხს ორგანიზაცია აპრილის ბოლოს განიხილავს.