19 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
პრობლემა მასობრივი თავშეყრებია, 10 კაცის შეკრებაც სარისკოა - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას ყველაზე მეტად მასობრივი შეკრებები უწყობს ხელს.

წერეთლის თქმით, თუ ქვეყანამ მასობრივი შეკრებების პრობლემა არ მოაგვარა, აუცილებელი გახდება სხვა შეზღუდვების შემოღებაც.

"როდესაც ყველაფერი ღიაა, ჩვეულებრივი მომენტია, რომ ვირუსის შემთხვევები მატულობს. ერთადერთი გამოსავალი შეზღუდვების გამკაცრებაა. საქართველოში, რასაც მე ვუყურებ, ყველაზე დიდი პრობლემა არის მასობრივი თავშეყრები. სანამ საქართველო ვერ გააკონტროლებს, რომ მასობრივი თავშეყრები არ იყოს, 10 კაცის შეკრებაც კი სარისკოა, სანამ ეს არ მოხდება, საქართველოში ყოველთვის იქნება პრობლემა იმისა, რომ სხვა შეზღუდვების დაწესების გარეშე ჩვენ მას ვერ დავაკავებთ," - აღნიშნა ზაზა წერეთელმა.

დღის ამბები