რატომ არ ვაცხადებთ ქვეყანაში საყოველთაო ვაქცინაციას? - მიზეზი "დღის კურიერში" სტუმრობისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტა.
"საყოველთაო ვაქცინაციას სჭირდება ვაქცინების ის რაოდენობა, რომ ჩვენ უფრო ფართოდ გავშალოთ ყველა ჯგუფში ვაქცინაცია.
ალბათ უკვე, ახალ ამბავს არ ვიტყვი მე, რომ გლობალურად დიდი დეფიციტია ვაქცინების და საქართველო იღებს ვაქცინების იმ რაოდენობას, რაც მან კოვაქსის პლატფორმით მოიპოვა და მიიღო. გარდა ამისა, მიდის მოლაპარაკება სხვადასხვა მიმწოდებელთან, მაგრამ ჩვენთან ერთად ყველა ქვეყანა ცდილობს თავისი დოზების მოპოვებას და ამ რთულ კონკურენციაში ბუნებრივია, მეტი ძალისხმევის გაწევით აღარ ხდება..." - განაცხადა თამარ გაბუნიამ.