19 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ამირან გამყრელიძე ჩინური ვაქცინით აცრას გეგმავს

როდის და რომელი ვაქცინით აიცრება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე?! - "დღის კურიერში" სტუმრობისას ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დაახლოებით აპრილის ბოლოს აიცრას და არ გამორიცხავს, რომ ჩინური ვაქცინით აიცრას.

მე 29 დეკემბერს დამიდასტურდა კოვიდი და ორი კვირა იზოლაციაში გავატარე. შემდეგ ჩვენი რეგულაციით, რაც დამტკიცებულია, კოვიდგადატანილების პირველი დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ, შეუძლიათ აცრა. ამიტომ, რომ გავა 120 დღე, ეს გადის თუ არ ვცდები აპრილის ბოლოს, უახლოეს დღეებში გაგაგებინებთ და პირდაპირ ეთერში ავიცრები. არ გამოვრიცხავ, რომ ჩინური ვაქცინით ავიცრა, არ ავიცრები იმ ვაქცინით, რომ სალაპარაკო გახდეს, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები