19 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
ქვეყანაში ახალი შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული 80-ზე მეტი შემთხვევა ცირკულირებს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში  ახალი შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული 80-ზე მეტი შემთხვევა ცირკულირებს. თუმცა, მისივე თქმით, შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია. 

"ცირკულირებს ახალი შტამი. დაახლოებით ლაბორატორიულად 80-ზე მეტი შემთხვევაა იდენტიფიცირებული, მაგრამ ეს არის რაც ლაბორატორიულად იდენტიფიცირდება, რა თქმა უნდა, შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია. სხვადასხვა შეფასებითი მაჩვენებლით, მათ შორის ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მაჩვენებლებით, რაც ჩვენ მოგვდის კვირაში ერთხელ, დღეს ძირითადად ბრიტანული შტამის ცირკულაცია არის დაახლოებით საერთო ცირკულირებიდან 20-დან 30 პროცენტამდე ფარგლებში,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები