19 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა ფსიქიატრიულში 3-წლიან მკურნალობას გაივლის

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ-ს მამის მიმართ სასამართლოს განაჩენი ცნობილია. გამომდინარე იქიდან, რომ ექსპერტიზამ ბრალდებული მამაკაცი შეურაცხადად ცნო, მოსამართლემ მას 3 წლით იძულებითი მკურნალობა შეუფარდა. 

ბრალდებული ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ზ.ხ-ს მამა 11 სექტემბერს მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები