ბათუმში, მემედ აბაშიძის 36 ნომერში, სპეცოპერაცია ჩატარდა - წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
ამ წუთებში დაკითხვაზეა ის ორი პირი, რომელიც დაკავებულთან ერთად იმყოფებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავება ნარკოდანაშაულს ეხება, გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო.