თბილისის მერმა კლინიკიდან გაწერის შემდეგ პირველი სხდომა გამართა. კახა კალაძე ირწმუნება, რომ ვაშლიჯვარში მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.
მეწყრის გრძელვადიანი დასტაბილურებისთვის ვაშლიჯვრის ფერდობზე სამუშაოები გრძელდება. პრიორიტეტი მიწის მასის მოძრაობის შეჩერებაა, სპეციალისტები ამბობენ, რომ შედეგი თითქმის მიღწეულია, თუმცა შესასრულებელია სხვა ეტაპებიც, რომელთა რეკომენდაციაც გერმანელმა ექსპერტებმა გასცეს.
უცხოელი სპეციალისტების დასკვნა საჯარო 16 აპრილს გახდება.
უცხოელ პარტნიორებთან განხილვის პროცესში ჩართული არიან ქართველი გეოლოგებიც. გეოლოგების ნაწილი თვლის, რომ სახიფათო მდგომარეობა მშენებლობების გამო შეიქმნა.